ᲗᲔᲕᲖᲘᲡ ᲖᲔᲗᲘ & E ᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲘᲡ ᲓᲐᲜᲐᲛᲐᲢᲘ ᲨᲘᲜᲐᲣᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ფერას თევზის ზეთი (Fera’s Fish Oil) არის საკვები დანამატი ძაღლებისა და კატებისთვის. ისგანკუთვნილია კანისა და ბეწვის მდგომარეობის, სახსრების სიმტკიცისა და მოქნილობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობისა და ნორმალური სისხლის მიმოქცევის, იმუნური სისტემის ფუნქციონირებისა და ტვინის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.
ეს თევზის ზეთის საკვები დანამატი დამზადებულია ეთიკური და მდგრადი მეთოდებით ბუნებაში მოპოვებული სარდინის, ანჩოუსის, ქაშაყის და სკუმბრიისგან. ის შეიცავს EPA და DHA ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს.
ფორმულა ასევე შეიცავს ვიტამინ E-ს — ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, რომელიც მიღებულია არა-გენმოდიფიცირებული და სოიოსგან თავისუფალი მზესუმზირისგან, რომელიც ორგანიზმის მიერ თევზის ზეთის ათვისებას უწყობს ხელს. ფორმულა არ მოიცავს დანამატებსა თუ შემავსებლებს და მასში არ არის ტოქსინები.
ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘ
რუტინაზე გაყიდული ყველა დანამატი აუდიტირებულია ცხოველების დანამატების ეროვნული საბჭოს (National Animal Supplement Council | NASC) (აშშ) მიერ.
ხარისხის ყვითელი ბეჭედი ნიშნავს, რომ ყიდულობთ პასუხისმგებლიანი მწარმოებლის მიერ შექმნილ პროდუქტს, რომელიც გადის ყოვლისმომცველ დამოუკიდებელ აუდიტს და მუდმივად იცავს NASC-ის მკაცრი ხარისხის მოთხოვნებს.
ᲛᲘᲢᲐᲜᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შეძენილი პროდუტის მიტანა ხორციელდება თბილისის მასშტაბით იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.