ᲛᲔᲜᲯ-ᲑᲐᲠᲫᲐᲧᲘᲡ ᲓᲐ ᲡᲐᲮᲡᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ფერას მენჯ-ბარძაყის და სახსრების გამაძლიერებელი (Fera’s Hip + Joint Support) არის საკვები დანამატი ძაღლებისთვის, რომელიც განკუთვნილია სახსრების ჯანმრთელობისა და მობილობის მხარდასაჭერად.
დანამატი შეიცავს სახსრების მოვლისთვის ფართოდ გამოყენებულ ინგრედიენტებს: გლუკოზამინს, ქონდროიტინს, MSM-ს (მეთილსულფონილმეთანი), ორგანულ კურკუმასა და მწვანეტუჩა მიდიას. ინგრედიენტების ამგვარი კომბინაცია მიმართულია ჯანსაღი ხრტილოვანი ქსოვილის შენარჩუნების, მოქნილობის მხარდაჭერის და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით გამოწვეული პერიოდული შებოჭილობის შემცირებისკენ.
დანამატი განკუთვნილია სხვადასხვა ზომის ძაღლებისთვის და წარმოდგენილია რბილი საღეჭი აბების ფორმით. შეფუთვა შეიცავს ქათმის ბულიონის არომატის მქონე 90 რბილ საღეჭ აბს.
ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘ
რუტინაზე გაყიდული ყველა დანამატი აუდიტირებულია ცხოველების დანამატების ეროვნული საბჭოს (National Animal Supplement Council | NASC) (აშშ) მიერ.
ხარისხის ყვითელი ბეჭედი ნიშნავს, რომ ყიდულობთ პასუხისმგებლიანი მწარმოებლის მიერ შექმნილ პროდუქტს, რომელიც გადის ყოვლისმომცველ დამოუკიდებელ აუდიტს და მუდმივად იცავს NASC-ის მკაცრი ხარისხის მოთხოვნებს.
ᲛᲘᲢᲐᲜᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შეძენილი პროდუტის მიტანა ხორციელდება თბილისის მასშტაბით იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.